Loading...

რა უნდა ვიცოდეთ კერძო დეტექტივთან ურთიერთობისას?!

ყველა ადამიანი ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც იმედგაცრუიების,ღალატის ან სხვა უამარავი პრობლემის წინაშე ვდგებით. არ აქვს მნიშვნელობა ღალატი სიყვარულიდან მოდის,თუ სხვა ურთიერთობიდან (ბიზნესი,შეთანხმება,შვილები) თუკი ამ შემთხვევაში კერძო დეტექტივის მომსახურებით სარგებლობას გადაწყვეტთ,თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოებები,რამაც შეიძლება უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონიოს მთელ თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე,გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი,იმითვის, რომ ორმაგი ღალატის მსხვერპლი არ გახდეთ.
1. შეარჩიეთ ისეთი კერძო დეტექტივი რომელიც გაგიფორმებთ ხელშეკრულებას!
კეთილსინდისიერი დეტექტივი არ დაუშვებს კლიენტთან არასახელშეკრულებო ურთიერთობას. აუცილებლად უნდა გაფორმდეს კონტრაქტი მომსახურეობაზე,სადაც გაწერილი იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობები,პასუხისმგებლობის შედეგები, პრეტენზიატა გადაწყვეტის გზები და რაც ყველაზე მთავარია კონფიდენციალურობის გარანტია!
2. შეარჩიეთ ისეთი კერძო დეტექტივი,რომელიც დიდი ხანია ამ მომსახურეობის ბაზარზეა.
ისეთი კომპანიები,რომელიც დიდი ხანია ამ საქმით არიან დაკავებულები უფრთხილდებიან რეპუტაციას,ვინაიდან მათი შემოსავალი კმაყოფილ კლიენტებზეა დამოკიდებული. ასეთი კომპანიები არც პრესას და ტელევიზიას ერიდებიან,ფართო სარეკლამო კამპანიას მართავენ,მათი ხელმძღვანელთა სახეებიც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტ სივრცეში.
ასევე გადაამოწმეტ კომპანიის ავთენტურობა,მოითხოვეთ საიდენთიფიკაციო კოდი და ა.შ
3. იმ შემთხვევაში თუკი თქვენი ეჭვები არ დადასტურდა!
კეთილსინდისიერი კერძო დეტექტივი,თავიდანვე განგიმარტავთ რომ თუ თქვენი ეჭვები არ დადასტურდა რეალობაში,ის აუცილებლად გაჩვენებთ იმ დასაბუთებულ ფაქტებს,არგუმენტებს და მასალას,რომელიც გაგიქარწყლებთ ეჭვებს.
და ბოლოს,გისურვებთ,რომ თქვენს ცხოვრებაში არასდროს დამდგარიყოს ისეთი მომენტი სადაც კერძო დეტექტივის დახმარება დაგჭირვებოდეთ,სხვა შემთხვევაში კი, იმედია სასარგებლო რჩევები მიიღეთ!скачать dle 12.0